|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში 17 თებერვლამდე ცივი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად ცივი ამინდი შენარჩუნდება. დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით ნალექი თოვლის სახით 12 თებერვალსაც შენარჩუნდება. უახლოეს დღეებში  დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად თოვლი, ზოგან ნისლი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-6 გრადუსი იქნება, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ღამით ტემპერატურა -10-6 გრადუსი. არამდგრადი ამინდი საქართველოში 17 თებერვლამდე შენარჩუნდება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი