|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში 4 მილიონი ლარის ონლაინ სესხია გაცემული

საქართველოს მასშტაბით 4 მილიონი ლარის ონლაინ სესხია გაცემული. ამის შესახებ „რადიო პალიტრის“ გადაცემა „საქმეში“ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ფინანსურმა ანალიტიკოსმა ანი ალიბეგაშვილმა„კრედიტინფოს“ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.
„ეს იმის ფონზე, როდესაც საქართველოში ბოლო აღწერის მიხედვით, 3 720 000 ადამიანი ცხოვრობს და აქედან ყველა ზრდასრული არ არის. ონლაინ სესხების უმეტესობა კი 65 წელს ზემოთ არ გაიცემა“, - აღნიშნა ანი ალიბეგაშვილმა.
ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" წარმომადგენლის განცხადებით, ზუსტი მონაცემები თუ რამდენი მომხმარებელი ჰყავთ ონლაინ სესხების კომპანიებს, არ არსებობს.
”ამის განსაზღვრა რთულია. შესაძლებელია ერთ ადამიანს ორი წლის განმავლობაში 100 სესხი ჰქონდეს აღებული. ჩვენ არ ვიცით, რამდენი მომხმარებელი ჰყავთ მათ, არ ვიცით რა არის მათი სასესხო პორტფელი, ვადაგადაცილების მაჩვენებელი. ვიცით, რომ დაახლოებით 7-10% გაცემული სესხების იყო ნეგატიური სტატუსის მქონე. სტატისტიკაზე საუბარი ცოტა რთულია”, - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.

მისი განცხადებით, ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც სწრაფი სესხების კომპანიებთან ფორმდება, ”კრედიტ ინფოში” აღიცხება.
”საბანკო სექტორი, მიუხედავად იმისა, რომ კომერციკული ბანკი ვერ ხედავს რომელ სხვა ბანკში გვაქვს ვალდებულება, ვადიანობიდან გამომდინარე ხვდება, რომ მომხარებელი ონლაინ სესხით 
სარგებლობდა. მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ბანკები ხმამაღლა არ აღიარებენ ამ ფაქტს, ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ რამდენად ხშირად სარგებლოს მომხარებელი ონლაინ სესხით. თუ მომხმარებელს აქვს საშუალება დამატებით ალტერნატიული გზების გამოყენებით, იქნება ეს ოვერდრაფტი, საკრედიტო ბარათი, სამომხმარებლო სესხი თუ სხვა, კომერციული ბანკის მომსახურებით ისარგებლოს და ის მაინც მაღალ პროცენტიან ონლაინ სესხს მიმართავს, ეს ნიშნავს, რომ მას გამოუვალი მდგომარეობა აქვს და შესაბამისად, მომხმარებლის დაკრედიტება მაღალ რისკთან არის დაკავშირებული. მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ”კრედიტინფოში” მისი ვალდებულება აღირიცხება და ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს მიუხედავად იმისა, ნეგატიური იქნება ეს ჩანაწერი თუ დადებითი”, - განაცხადა ანი ალიბეგაშვილმა ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”საქმეში”.
ორგანიზაციის "საზოგადოება და ბანკები" წარმოამდგენლის თქმით ცუდია როდესაც არ არსებობს სტატისტიკა ონლაინ სესხების მომხმარებელების, მათი პორთფელების, დაფარული და უიმედო სესხების შესახებ, რომლებიც ამოღებას აღარ ექვემდებარება. ანი ალიბეგაშვილის თქმით ბიზნესი უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა ვიცოდეთ თუ რა ტიპის რეგულაციები მოაგვარებს პრობლემებს.
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა