|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველოში არ იქნებოდა კოვიდაფეთქება, რომ არა ზაფხულში, რუსეთიდან შემოყვანილი ტურისტები"

საქართველოში არ იქნებოდა კოვიდაფეთქება, რომ არა მთავრობის კორუფციული სქემებით ზაფხულში, ბათუმში, რუსეთიდან შემოყვანილი ტურისტები. ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.

მისივე თქმით, თვითიზოლაციის წესები დემონსტრაციულად დაარღვია და მთავრობის კანცელარიასთან  აქციაზე მიცვიდა, სადაც დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. 

ვაშაძის განმარტებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იზოლაციის გარეშე შეუშვეს, საქართველოში კი თვითიზოლაციას სთხოვენ, რომელიც დაარღვია, რადგან PRC ტესტის მიხედვით კორონავირუსი არ აქვს.

"ქვეყანაში არის დაწესებული უამრავი უაზრო რეგულაცია, უწესო წესი, რომელიც არ სჭირდება არც კორონავირუსთან ბრძოლას და ა.შ. მე, მაგალითად, გახარიას გადაწყვეტილებით, ახლა უნდა ვიჯდე სახლში, მაგრამ დემონსტრაციულად ვარღვევ ამ წესს და თან მაქვს მოტანილი აგერ PCR ტესტი, რომ ვარ ჯანმრთელი. ახლა მომივიდა პასუხი და როგორც კი მომივიდა, მოვედი. ეს ტესტი მათთვის საკმარისი არ არის, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საკმარისია და აქ მაინც მეუბნებიან, რომ სახლში უნდა ვიჯდე. ასეთივე უწესო წესი არის დღეს უამრავი, 9 საათზე კომენდანტის საათიდან დაწყებული, საზოგადოებრივი ტრანსპოსრტის შეზღუდვით გაგრძელებული და ა.შ.  საქართველოში არ იქნებოდა კოვიდაფეთქება, რომ არა მთავრობის კორუფციული სქემებით ზაფხულში, ბათუმში, რუსეთიდან შემოყვანილი ტურისტები", — განაცხადა ვაშაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა