|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინების 6 000 ფაქტი დაფიქსირდა

"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინების სტატისტიკის შესახებ, რომლის თანახმად, 2008 წლიდან 2015 წლამდე, არასრულწლოვანთა ქორწინების რეგისტრაციის 6 000 ფაქტი დაფიქსირდა.

 როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, ეს რიცხვი რეალობას არ ასახავს და ასეთი ფაქტები გაცილებით მეტია, რადგან  ხშირ შემთხვევებში არასრულწლოვნები რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობენ ერთად და მათი კავშირი საზოგადოების მხრიდან აღქმულია, როგორც ,,ქორწინება“. 

"კავშირი, რომელიც საზოგადოების მხრიდან მორალურად და სამართლებრივად გამართლებულია, ხშირ შემთხვევაში, დანაშაულია. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულად ითვლება სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. აღნიშნული ქმედება მკაცრ სასჯელს, კერძოდ, 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. საზოგადოებაში პროტესტს იწვევს ის ფაქტი, თუ რატომ უნდა დაისაჯოს პირი ქორწინებისთვის, იმ პირობებში, თუ არასრულწლოვნის მშობლებიც თანახმა არიან თავიანთი შვილების ქორწინებაზე", -აცხადებენ ორგანიზაციაში.  

,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ გამოსავალი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაშია, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებმა ერთად უნდა იმუშაონ აღნიშნულ თემაზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა