|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში დაბადებული “ტარზანი”, რომელმაც 60 წელი ნიანგებთან გაატარა

 ამ ადამიანს ავსტრალიაში ბევრი იცნობს. მას “რუს ტარზანს” უწოდებენ, თუმცა მას საქართველოსთან გაცილებით მეტი აქვს საერთო. 
მიხეილ ფომენკო ქართველი თავადის ქალის ელისაბედ მაჩაბელის და ათლეტი დანიილ ფომენკოს ვაჟია. საქართველოში დაიბადა, თუმცა 1930-იანი წლების ბოლოს მისი ოჯახი იაპონიაში წავიდა ემიგრაციაში, ხოლო მას მერე, რაც იაპონიაში ჩინეთი შეიჭრა, ისევ მოუწიათ გაქცევამ – ამჯერად ავსტრალიაში.

ენის ბარიერის გამო მიხეილს საკმაოდ გაუჭირდა ადაპტირება. ერთადერთი უცხოელი იყო სკოლაში. ფიზიკურად საოცრად ძლიერი გახლდათ, ათჭიდების ასპარეზობებში მედლებს იღებდა და 1956 წელს მელბურნის ოლიმპიადაზე მონაწილეობის კანდიდატებს შორისაც კი გახლდათ.თუმცა მოულოდნელად, 25 წლის ასაკში გადაწყვიტა, საზოგადოებას გაშორებოდა და ავსტრალიის ჩრდილოეთით, აბორიგენებისკენ გაეშურა.

 
 მარტოკამ გამოჭრა ნავი და მხოლოდ ვარსკვლავების მიხედვით ორიენტირებით 600 კილომეტრი გადალახა, ახალი გვინეის ნაპირებს მიადგა. 1959 წელს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს ნახევრად მშიერი და ავადმყოფი. მამამ უკან დააბრუნა, თუმცა როგორც კი მოკეთდა, ისევ ტყეს მიაშურა.არაერთხელ დაიჭირა პოლიციამ, დედამისის მოთხოვნით, თუმცა ვერაფერი უშველეს. ხან ცუდი ქცევისთვის აპატიმრებდნენ – რადგან მხოლოდ ერთი პატარა ნაჭრით შემოსილი დაიარებოდა. მერე კი სულაც გიჟად გამოაცხადეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ელექტროშოკით თერაპია გაიარა.მაგრამ ვერაფრით ვერ მოტეხეს.
 
1969 წელს, როცა ექიმებმა გამოწერეს და საზეიმოდ გამოაცხადეს “ტარზანის” ცივილიზაციაში დაბრუნების შესახებ, ის მაშინვე ველურ ბუნებაში დაბრუნდა. წლები გაატარა ავსტრალიის ყველზე მიუვალ ტყეებში. მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ უბრუნდებოდა ცივილიზაციას, რომ სოციალური დახმარება მიეღო და პროდუქტი მოემარაგებინა – ფქვილი, შოკოლადი, კოკა-კოლა და რძის ფხვნილი.
2012 წლამდე ასე ცხოვრობდა, სანამ საკმაოდ მძიმედ არ დაავადდა. ახლა 85 წლისაა და ავსტრალიის ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. ექთნების თქმით, არავის ეკონტაქტება, თუმცა ბედნიერად გამოიყურება.
 
წყარო

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა