|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში  კვლავ  რეკორდულად იზრდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში  152 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. 

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2227 გახდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულს, კორონავირუსი კიდევ  6 ადამიანმა დაამარცხა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1369-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დღევანდელი მაჩვენებელი მცირედით ჩამოუვარდება გუშინდელ შედეგებს, როდესაც ქვეყანაში 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა