|
  • EUR 1 = GEL 3.9722
  • USD 1 = GEL 3.3185
|

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებული 37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. 69 წლის მამაკაცი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადიოდა.

ის კლინიკაში რამდენიმე კვირის წინ მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული კოვიდ 19-ით შეიყვანეს.

"პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა,” - აცხადებენ კლინიკაში.

დღეს, იმერეთში 1200-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა, მათდგან კორონავირუსი 38 პაციენტს დუდასტურდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 23.91%
მცირე დარღვევებით - 15.22%
გაყალბებით - 60.87%
სულ - 46 ხმა