|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 73 პაციენტიდან 10 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 73 პაციენტიდან 10 უკვე გამოჯანმრთელდა  - ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს. 

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ინფიცირებულთაგან ორმა პირმა საქართველო ავსტრიის მიერ დანიშნული სპეციალური რეისით დატოვა, 10 პაციენტი ამ ეტაპზე გაწერილია, ხოლო მკურნალობას განაგრძობს - 61 პაციენტი. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ასაკობრივი კატეგორია 2 წლიდან იწყება და 82 წლის ჩათვლითაა.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, დღეიდან, მარნეულსა და ბოლნისში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. შესაბამისი ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკით ჩატარდება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა