|
  • EUR 1 = GEL 3.984
  • USD 1 = GEL 3.3253
|

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით არსებული 17 მაჟორიტარული ოლქი 20:00 საათზე დაიხურა.

ცნობისთვის, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურთან ერთად, ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც მიმდინარეობდა.

 არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატის კონკურენტს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი წარმოადგენდა. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში დარჩნენ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებდნენ.

 

ავტორი: ნიუპრესი