|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში სარეცხი მანქანების წარმოების დაწყების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოში შესაძლოა, სარეცხი მანქანების წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ სააგენტო "აწარმოე საქართველოს" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

როგორც ხიდურელი ამბობს, ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტროტექნიკის მწარმოებლთა სავაჭრო პალატასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, საუბარია ტექნიკის ნაწილების საქართველოში ჩამოტანაზე და შემდგომ ადგილზე აწყობაზე. 

"შევხვდით ძალიან საინტერესო, როგორც ორგანიზაციებს ისე კომპანიებს. გუშინ მაგალითად, შევხვდით ჩინეთის ელექტროტექნიკის და დანადგარების მწარმოებელთა ყველაზე მსხვილ სავაჭრო პალატას, რომელშიც 10 000 ასეთი კომპანია შედის. კონკრეტული მოლაპარაკებები გაიმართა და ჩვენ უკვე ვგეგმავთ ვიზიტებს საქართველოში. ლაპარაკია მაგალითად, სარეცხი მანქანის და მსგავსი ელექტროტექნიკის წარმოებაზე, სადაც საშუალება გვაქვს საქართველოს, რომ ჩამოვიტანოთ ნაწილები, მისი აწყობა მოვახდინოთ და ტარიფის გარეშე გავუშვათ ევროპაში. საქართველო ჩინურ კომპანიებს სთავაზობს წვდომას 2,3 მილიარდიან ბაზარზე", - აცხადებს სააგენტო "აწარმოე საქართველოს" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.

სააგენტო "აწარმოე საქართველოს" წარმომადგენლები საქმიანო ვიზიტით ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე იმყოფებიან, სადაც ოფიციალურ პირებთან ერთად წარმოდგენილია 33 ქართული კომპანია. გამოფენაში, საქართველოს უკვე მეორედ გამოეყო სივრცე. 2018 წელს, გამოფენა ძ წარმატებული აღმოჩნდა ქართული კომპანიებისთვის და ადგილზე დამყარებული ბიზნესკავშირების შედეგად, დაახლოებით 20 მლნ დოლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.

bm.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა