|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქმე პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნებს ატარებს"-ემბრე ჩაბუქის ადვოკატი

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლაში თურქი პედაგოგის მუსტაფა ემბრე ჩაუქის ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართა.

ვახტანგ კვიჟინაძემ დაკავებული ემბრე ჩაბუქის საქმიანობასა და მისი დაკავების მიზეზებზე ისაუბრა. კვიჟინაძის განცხადებით, ეს საქმე პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნებს ატარებს, ამიტომ დაკავებული თურქული მხარისთვის გადაცემა საფრთხის შემცველია, როგორც ჩაბუქისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის.

დაცვის მხარე მოითხოვს არ მოხდეს ჩაბუქის თურქეთის მართლმსაჯულებისთვის გადაცემა. პრესკონფერენციას ჩაბუქის კოლეგები, მოსწავლეები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ. 

„ეს არის წარმოდგენილი ბრალდების და მოთხოვნის აბსურდულობა, რომელიც არ ემყარება არანაირ მტკიცებულებას, რომლითაც დამტკიცდება დანაშაულის ჩადენა. ორი წლის განმავლობაში, ეს ადამიანი თურქეთში არც ყოფილა და ვერანიარ ქმედებას ის ვერ განახორციელებდა. მას სკოლების დამფუძნებელმა თხოვა ორგანიზაციისთვის დახმარების გაწევა, რაც  პოტენციური პარტნიორისთვის გაფორმებული ხელშეკრულების დარეგისტრირებას ნიშნავდა მეწარმეთა რეესტრში. მის ადგილზე შეიძლება ნებისმიერი ადვოკატი და ან დაქირავებული პირი ყოფილიყო, რომელსაც დაავალებდნენ დარეგისტრირებას. რაც შეეხება ექსტრადირებას, უნდა გამოირიცხოს, რომ არ მოხდება წამება და არაადამიანური მოპყრობა, მაგრამ ყველა კვლევებით ნათლად ირკვევა, რომ ამ მხრივ თურქეთში არის კატასტროფული ვითარება, განსსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ე.წ.  გიულინის მოძრაობასთან არიან დაკავშირებული. არის რეალური საფრთხე, რომ მის მიმართ დაირღვევა კანონი, ამიტომ მოვითხოვთ, რომ არ მოხდეს ექსტრადირება, რადგან ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების რეალური გამოვლენა“-განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ.

მუსტაფა ემბრე ჩაბუქი 24 მაისს თურქეთის მხარის მოთხოვნით თბილისში დააკავეს. დაკავებულს და მის ოჯახს საქართველოს დევნილთა სამინისტრომ ლტოლვილთა სტატუსსზე უარი უთხრა.

თურქი პედაგოგი საქართველოში 15 წელია ცხოვრობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი