|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

საქართველოში 34 უმსხვილესი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვა

საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 30 ოქტომბერს მასშტაბურ ღონისძიებას მართავს. ამ დღეს საქართველოს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ესტუმრებიან.

B2B პლათფორმის ფორმატში ღონისძიებას ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან, ტაილანდიდან, მალაიზიიდან, სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან და ინდონეზიიდან უმსხვილესი 34 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

ღონისძიების ფარგლებში 4 დღის განმავლობაში უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოინახულებენ, ადგილზე გაეცნობიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ქართულ ტურისტულ პროდუქტებს.

 საქმიანი ტურიზმის განვითარება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი სტრატეგიის ნაწილია.

ავტორი: ნიუპრესი