|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქნახშირის" დაკავებული თანამშრომლების საქმეს ქუთაისის სასამართლო დღეს განიხილავს

დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო "საქნახშირის" დაკავებული თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. 

დაკავებულებს ბრალი სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს წაუყენეს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით 6 პირია დაკავებული: მინდელის სახელობის შახტის დირექტორი - ა. ა., ამავე შახტის მთავარი ინჟინერი - გ.კ., შახტის მენეჯერი - მ.კ., N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი მ.ა., ამავე უბნის უფროსის მოადგილე - ტ.ა. და უფროსის თანაშემწე გ.ქ. 

საქმე ეხება 2018 წლის აპრილში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

 დაკავებულებიი დუმილის უფლებით სარგებლობენ და ბრალს არ აღიარებენ. დაცვის მხარეს დღეს პროცესზე მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

 ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000 ლარიან გირაოს შესთავაზებს. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა