|
  • EUR 1 = GEL 4.0147
  • USD 1 = GEL 3.3043
|

"საქსტატი" - საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1 239.5 ლარი შეადგინა

2020 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით (22.4 ლარით) გაიზარდა და 1 239.5 ლარი შეადგინა,- ამის შესახებ "საქსტატის" ანგარიშშია აღნიშნული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 150.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 9.8 პროცენტით);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 023.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.6 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 909.7ლარი (წინაწლისშესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 1.4 პროცენტით);

მშენებლობა – 1 875.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 6.6 პროცენტით).

"საქსტატის" მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 978.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 472.5 ლარით განისაზღვრა.

"ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 54 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 3.2 ლარით. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს",-აღნიშნულია "საქსტატის" ანგარიშში.

ავტორი: ნიუპრესი