|
  • EUR 1 = GEL 3.4593
  • USD 1 = GEL 3.0624
|

საქსტატის მონაცემებით, ინფლაცია მაქსიმალურ ნიშნულზე ავიდა

სტატისტიკის ეროვნული სამახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის ნოემბერში გასული წლის ნოემბერთან შედარებით 4.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.5 პროცენტით განისაზღვრა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2 პროცენტიანი მატება. ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.3 პროცენტი) და თევზეული (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5.8 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 2.0 პროცენტით, რაც 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (3.4 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები გაიზარდა ტურისტული მოგზაურობის (3.1 პროცენტი) ქვეჯგუფზე; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები მომატებულია 2.1 პროცენტით, რაც 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (5.6 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (0.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი სამი პროცენტია. უწყებაში ვარაუდობენ, რომ ინფლაციის დონე მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყებს შემცირებას.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 55.81%
უარყოფითად - 39.53%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.65%
სულ - 43 ხმა