|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქველმოქმედო აქცია იპოთეკით დაზარალებულთათვის

"ნიუპრესზე" გასულ მასალას 11 სულიანი ოჯახის ბინიდან გამოსახლების  ფაქტთან დაკავშირებით , "ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენელი თემურ ცამციშვილი გამოეხმაურა. მან დღეს  გამოსახლებული ონიანების ოჯახი  მოინახულა და  საჩუქრები გადასცა.  ცამციშვილი მოსახლეობას საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას სთხოვს.

"რამდენიმე დღის წინ  ბინიდან  11 სულიანი ოჯახი გამოასახლეს. ონიანების ოჯახი ამ დროისთვის  ყოფილი ბაღის შენობაში ქირით ცხოვრობს. მათ ჰიგიენური ნივთები, საკვები და ტანისამოსი  სჭირდებათ. ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ, ვისაც რა  საშუალება გაქვთ. შეგროვებული ნივთები  "ახალგაზრდული ცენტრის" შენობაში შეგიძლიათ მოიტანოთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნება გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ მევახშის, რომელმაც უსახლკაროდ დატოვა მცირეწლოვანი ბავშვები",- განაცხადა ცამციშვილმა.

შეგახსენებთ, ონიანების ოჯახს ბინა იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მევახშეს ვალის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. ონიანები სახლიდან სამართალდამცველებმა გაამოაძევეს.  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა