|
  • EUR 1 = GEL 3.6321
  • USD 1 = GEL 3.1344
|

"საღორიის ტყის" გადასარჩენად განსახორციებელი სამუშაოები დაიგეგმა

ქუთაისში ე.წ საღორიის ტყეში  საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, განსახორციებელი სამუშაოები დაიგეგმა. 

 ე.წ საღორიის ტყეში არსებულ მდგომარეობასა და განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, საკანონმდებლო ორგანოს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, ქუთაისის მუხნარში არსებული მდგომარეობა და განხორციელებული ღინისძიებები ადგილზე გააცნო. 

„ე.წ. „საღორიის ტყეში” უნიკალური კორომის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალისტების მიერ შემუშავდა კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც სანიტარიულ ჭრებს, მავნებლის მიერ დაზიანებული ხეების კორომიდან გამოტანას, ნარჩენებისაგან გაწმენდას და ტყის აღდგენას მოიცავს. ეროვნული სატყეო სააგენტო აღნიშნულ ღონისძიებებს 2017 წლიდან ახორციელებს; რა თქმა უნდა, ტყის აღდგენის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება”, - განაცხადა იური ნოზაძემ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ამ ტყის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელოპბა აქვს ქუთაისისა და მთლიანად იმერეთისთვის.

,,ეს ტერიტორია არის მართლაც უმნიშვნელოვანესი სარეკრეაციო ზონა, როგორც ქუთაისისთვის ასევე მთლიანად იმერეთისთვის. ყველა ჩვენგანის ვალია, როგორმე მოვახერხოთ და გადავარჩინოთ ტყე. შესაბამისად ეს პროგრამა არის მართლაც საუკეთესო შესაძლებლობა, რომ გამოსწორდეს მდგომარეობა, მოხდეს იდენტიფიცირება იმ პრობლემების, რის გამოც არის ტყე ასეთ მდგომარეობაში და დაიგეგმოს სწორი ნაბიჯები, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად“ - განაცხადა შეხვედრაზე  ზვიად შალამბერიძემ. 

ცნობისთვის,  ქუთაისის მიმდებარედ არსებული მუხნარში, რომელიც მოსახლეობაში “საღორიის ტყით” არის ცნობილი, ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა - იმერული მუხა გვხვდება. 

სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორია ბოლო ათწლეულების მანძილზე მუდმივ ზემოქმეებას განიცდის. უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა ფაქტორებმა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ათწლეულების მანძილზე ხდებოდა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტყის სანიტარულ მდგომარეობაზე.

 უწყების ცნობით, პროცესს ნეგატიური ფაქტორების გარდა, ხელს უწყობდა ტერიტორიაზე არსებული სადერივაციო არხის მოშლა - ტერიტორიის ნაწილობრივი დატბორვა და ბოლოს მსოფლიოში მოწყვლადის სტატუსით ცნობილი მავნებელი ხოჭო - მუხის დიდი ხარაბუზა. აღნიშნული მავნებელი ხოჭო იშვიათად სახლდება ჯანსაღ ხეებზე და ძირითადად უკვე დასუსტებულ ხეებზე დასახლებითაა ცნობილი.

 

 

როგორც სატყეო სააგენტოში აცხადებენ, საღორიის ტყეში სანიტარული მდგომარეობის გამოსასწორებლად სპეციალისტების მიერ, შეირჩა ღონისძიებების კომპლექსი, რომლებიც მოიცავდა სანიტარულ ჭრებს, მავნებლის მიერ დაზიანებული ხეების კორომიდან გამოტანის მიზნით, ნარჩენებისაგან გაწმენდას და ტყის აღდგენას, რომელიც უზრუნველყოფს კორომში ახალგაზრდა ხეების არსებობას.

 2.4 ჰა ფართობზე ტყის გაშენების მიზნით, დაირგო 9500 ცალი იმერული მუხის და ჩვეულებრივი იფნის ნერგი. ხოლო, ტყის აღდგენის მასშტაბების გაზრდის მიზნით, 2019 წელს დამატებით მომზადდა ტყის აღდგენის 2 პროექტი ჯამში 20.3 ჰა ფართობზე. აღნიშნული პროექტები ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებსაც ითვალისწინებს.

2020 წელს, მოზარდ-აღმონაცენის უსისტემო ძოვებისგან დასაცავად, ტერიტორია შეიღობა. ასევე 2021 წელს მომზადდა ახალი ტყის აღდგენის პროექტი ბუნებრივი განახლების ხელშეეწყობით 11 ჰა ფართობისათვის.

 შეგახსენებთ, საღორიის ტყეში არსებულ მდგომარეობაზე არაერთი ბრიფინგი და აქცია აქვს ჩატარებული ქუთაისელ პოლიტიკოსს გოგი წულაიას, რის შემდეგაც დაინტერესება საკითხისადმი გაიზარდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.15%
გაუარესდა - 67.61%
არ შეცვლილა - 13.24%
სულ - 355 ხმა