|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასამართლო დავა IDFI-ის დირექტორის სასარგებლოდ გადაწყდა

 IDFI-ის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის დავა გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ  უზენაესმა სასამართლომ გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ გადაწყვიტა. 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ  ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას დაეკისრათ გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მისი უკანონო დაკავების ფაქტზე. 

 როგორც უკვე ცნობილია, 2014 წლის 12 დეკემბერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი) შსს-ს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. მას კუთვნილი და კანონმდებლობის დაცვით გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი მაღაზიაში შეკეთების შემდგომ მიჰქონდა სახლში, თუმცა არ ჰქონდა აღებული იარაღის გადატანის ნებართვა. გიორგი კლდიაშვილის ქმედება წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევას, თუმცა მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და დაკითხვის შემდეგ გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. აღსანიშნავია, რომ გიორგი კლდიაშვილი წინა-სასამართლო სხდომაზევე 2014 წლის 14 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან, ხოლო 15 იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეწყდა გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა