|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სასამართლოები ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ"

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

როგორც საია-ს წარმოდგენელმა გოგა ხატიაშვილმა  განაცხადა, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ზოგჯერ სასამართლოები დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ ბრალდებულებს. მისი თქმით,  ზოგჯერ ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მოსამართლეები ადეკვატურად არ აფასებენ არსებულ საფრთხეებს და ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ. კერძოდ, საიას მონაცემებით, შეფარდებული გირაოს 10 შემთხვევიდან 2(20%) იყო დაუსაბუთებელად ლმობიერი.

"პრობლემური არის სასჯელის ადეკვატურობის საკითხი და ამით მოსამართლეები კვლავ პოტენციურ საფრთხეს უქმნიან ძალადობის მსხვერპლ ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გარდა ამისა, პრობლემებია აღკვეთის ღონისძიებების ნაწილში. წინასაანგარიშო პერიოდისაგან განსხვავებით გაიზარდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პროცენტული წილი გირაოს გამოყენების შესახებ. ასევე ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ პროკურატურა თითქმის უმრავლეს შემთხვევაში ისე ითხოვს ძალიან მაღალი ოდენობით გირაოს თანხის გამოყენებას ბრალდებულებთან მიმართებით, რომ არ ასაბუთებს გირაოს ოდენობას.

გარდა ამისა, პრობლემები არსებობს ჩხრეკა-ამოღებებთან მიმართებით, ვინაიდან პროკურატურა კვლავ უმრავლეს შემთხვევაში საგამონაკლისო წესით, გადაუდებელი აუცილებლობის ვითარებაში ატარებს ჩხრეკა-ამოღებას, სასამართლოც ძირითადად ეთანხმება პროკურატურას და აკანონებს, ხოლო დასაბუთება არის მინიმალურზე დაბალი. შაბლონურია სასამართლოს გადაწყვეტილებები და არის ფაქტების სიმწირე და ინდივიდუალური გარემოებებზე მსჯელობის ნაკლებობა. ეს არის ძირითადი პრობლემები, რომელიც სასამართლო მონიტორინგის შედეგად დავაფიქსირეთ",- განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.

მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, მოსამართლეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა