|
  • EUR 1 = GEL 3.6402
  • USD 1 = GEL 3.0737
|

პირველობა წყალბურთში ქუთაისის პირველმა საჯარო სკოლამ არავის დაუთმო

ქუთაისის საჯარო სკოლებში გამართული სასკოლო პირველობა წყალბურთში დასრულდა. ტურნირში ქუთაისის 8 სკოლის 60 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს ოცდამეთერთმეტე და პირველი საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ.

მერიის თასის მფლობელი კი პირველი საჯარო სკოლა გახდა. გამარჯვებული გუნდი პირველსკოლელმა საკრებულოს თავმჯდომარემ, იმერეთის წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით დვალმა დააჯილდოვა. მეორე ადგილზე გასული 31-ე საჯარო სკოლა კი ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ყანჩელმა. წყალბურთის ტურნირი სკოლებს შორის ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების საპილოტე პროექტია. ის მომავალ წელსაც გაგრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.45%
უარყოფითად - 46.97%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.58%
სულ - 66 ხმა