|
  • EUR 1 = GEL 3.2365
  • USD 1 = GEL 2.9279
|

"სასტვენის და დოლის ბრახუნის ხმაზე ბევრი გონიათ თავიანთი თავი" -გიორგი ჭეიშვილი

"სასტვენის და დოლის ბრახუნის ხმაზე ბევრი გონიათ თავიანთი თავი", - წერს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ჭეიშვილი.

ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარი დეპუტატი ამ ფორმით ქვეყანაში მიმდინარე აქციებს ეხმიანება. მისი თქმით, ახალგაზრდები "ნაციონალებისგან" იმართებიან.

"ამ დოლ-მუსიკით მოსიარულე აქციის მონაწილეებს, რომლებიც "ნაციონალებისაგან" იმართებიან და გონიათ, ბევრნი არიან, ან იმაზე მეტი, ვიდრე მათი აქციის მოწინააღმდეგეები, ხომ არ ავიწყდებათ უმცირესობაში რომ არიან და საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მათ გვერდით არ დგას, თუ სასტვენის და დოლის ბრახუნის ხმაზე ბევრი გონიათ თავიანთი თავი", - წერს დეპუტატი.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, მერვე დღეა აქციები იმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი