|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სასწრაფოდ სიები" - "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ [VIDEO]

"სასწრაფოდ სიები, რომ დროული რეაგირება გავაკეთოთ", - ამ სიტყვებით მიმართავს "ქართული ოცნების" ნიკეას ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბოჭორიშვილი ამომრჩეველს, რომელიც მას დასაქმებას თხოვს. ვიდეოს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა ნარსია აცრცელებს.

"ქუთაისში ნიკეას ოცნების მაჟორიტარი სასწრაფოდ სიებს თხოვს მოსახლეობას წინასაარჩევნოდ რომ ამომრჩევლები დაასაქმონ! ამომრჩევლის მოსყიდვა პირდაპირი გზით! კანდიდატი უნდა მოიხსნას არჩევნებიდან სასწრაფოდ!"- აცხადებს ნიკა ნარსია.

"საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება "მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით, მიუხედავად მათი ღირებულებისა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ცნობისათვის, ვიდეო თავდაპირველად "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცლდა.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა