|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სათაფლიაში დინოზავრების ახალი, ინტერაქციული მულიაჟები დამონტაჟდა

  სათაფლიაში სრულად განახლდა იურული პარკი და დამონტაჟდა დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულიაჟები, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორებს განსაკუთრებული სიახლეები დახვდებათ სათაფლიაში, სადაც სრულად განახლდა იურული პარკი და დამონტაჟდა დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულიაჟები. ტერიტორიაზე დაწყებული დამატებითი ტურისტული ბილიკების პროექტირება და იგეგმება მღვიმის განათების სისტემის შეცვლა. სათაფლიაში ასევე დაწყებულია სასტუმროს რეაბილიტაცია, რომელიც სულ მალე ვიზიტორებისთვის გაიხსნება.

გარდა ამისა,  უახლესი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე განათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე - პრომეთეს მღვიმეში.


იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები კომპლექსური დაცული ტერიტორიაა. მისი საერთო ფართობი 504,6 ჰა-ს შეადგენს და 19 ბუნების ძეგლს მოიცავს. სათაფლიას და პრომეთეს მღვიმეს ყოველწლიურად, 270 000 ვიზიტორი სტუმრობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა