|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება"

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილება.
ქუთაისის მერიის განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება.
მისი თქმით, სხვა სამუშაოებთან ერთად ადგილზე უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონა, რისთვისაც უნდა განაშენიანდეს ტყე. ასევე საჭიროა მოწესრიგდეს წყალგაყვანილობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ამისთვისაც კი ჯერ განაშენიანების გეგმა უნდა დამტკიცდეს.
საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებმა მერს კითხვებით მიმართეს.
საკრებულოს დეპუტატის ზაზა ლომინაძის განაცხადებთ, კარგია თუ საუნივერსიტეტო ქალაქთან ერთად ქალაქი საპარლამენტო სტატუსსაც არ დაკავგავს და ქალაქში პარლამენტი და სამთავრობო სტრუქტურებიც იფუნქციონირებენ. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რკინიგზის გააქტიურება. 
ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის,  სამსონ გუგავას განცხადებით,  2012 წლიდან დაიწყო საუბარი უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ,  თუმცა კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწება მშენებლობა, ან დაიწყება თუ არა, ჯერ კიდევ არაა ცნობილი.
"ევროპული საქართველოსაც" დეპუტატი ამირან ძოწენიძის განცხადებით კი, საუნივერსიტეტო ქალაქის სანაცვლოდ,  ქუთაისმა, შესაძლოა, საპარლამენტო ქალაქის სტატუსი დაკარგოს. "ქუთაისს პარლამენტის სახით ერთადერთი ქილა ერბო დარჩა და უნივერსიტეტზე ოცნებაში ისიც არ გაგვიტყდეს", - განაცხადა დეპუტატმა. 

საკრებულოს სხდომას ესწრებოდა  "ქართუ ჯგუფის" პროექტების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი. მისი განცხადებით, ადგილზე გეოლოგიური სამუშაოები უკვე დასრულდა. განაშენიანების გეგმაზე მუშაობა კი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, სამუშაოები კი, სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება.

"განაშენიანების დებულების გეგმის, რომელიც ფინანსირებული იყო "ქართუ ჯგუფის" მიერ, პირველი ეტაპი ორწლიან პერსპექტივაში განხორციელდება და მოიცავს ერთ საუნივერსიტეტო კორპუსს, საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ შენობას.  პირველ ეტაპზე  2-3 ათას სტუდენტამდე მივიღებთ, ჯამურად, უნივერსიტეტის ტევადოდა, 50 ათასიდან 60 ათას სტუდენტამდე იქნება", - განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა