|
  • EUR 1 = GEL 3.9722
  • USD 1 = GEL 3.3185
|

სახალხო დამცველი ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტთან დაკავშირებით პროტესტს ეხმიანება

"სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები ვერ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს. აქტუალობას არ კარგავს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებისა და ჩატარებული კვლევების ხარისხის მიმართ უნდობლობა, საზოგადოების ინფორმირება-ჩართულობის თვალსაზრისით არსებული ხარვეზები, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების უგულებელყოფის, ინფორმაციისა და მონაცემების გამჭვირვალობის პრობლემა, პროექტების სარგებლიანობის მიმართ არსებული საფუძვლიანი ეჭვები. სწორედ, დასახელებულმა პრობლემებმა ფუნდამენტურად გაუმჯობესებული ეროვნული კანონმდებლობის მიუხედავად, ერთობლიობაში და განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი წინამდებარე პროექტთან მიმართებითაც", - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტთან დაკავშირებულ პროტესტს ეხმიანება. 

ომბუდსმენი აცხადებს, რომ იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი.

ნინო ლომჯარია რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის უწყებებს: გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა დასაბუთებული პასუხი გაეცეს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და დაინტერესებული საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის მოსალოდნელ ზეგავლენასთან დაკავშირებით და არ დაუშვან პროექტის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ყველა ასპექტის კვალიფიციური და სრულყოფილი შესწავლის გარეშე. 

მიაწოდონ ფართო საზოგადოებას დეტალური და დასაბუთებული ინფორმაცია ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტების ენერგეტიკულ-ეკონომიკური სარგებლიანობასთან დაკავშირებით.

დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, პროფესიული კვლევების, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების, საჯარო განხილვების, დარგის სპეციალისტებისა და პროფესიული ჯგუფების ფართო ჩართულობით პოლიტიკის დოკუმენტების შესაქმნელად.

ავტორი: ნიუპრესი

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 23.91%
მცირე დარღვევებით - 15.22%
გაყალბებით - 60.87%
სულ - 46 ხმა