|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახელფასო დანამატები გარევაჭრობასთან წარმატებული ბრძოლისათვის გაიცა - ქუთაისის მერია

ქუთაისის მერია სახელფასო დანამატების გაცემასთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. 

როგორც მერიაში აცხადებენ, სახელფასო დანამატი იმ სამსახურის ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა მიიღეს, რომლებმაც გარევაჭრობასთან ბრძოლა წარმატებით დაასრულეს. 

,,ქალაქში თითქმის 30 წლის განმავლობაში არსებული გარევაჭრობის პრობლემა მოგვარდა, რომელიც აქამდე ქალაქის ვერც ერთმა მერმა ვერ შეძლო. გარევაჭრობის საკითხის მოგვარება ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. გარევაჭრობასთან ბრძოლა მარტის თვიდან დაიწყო და შესაბამისად,  ზედამხედველობის სამსახურისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელები 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, ასუფთავებდნენ და ზედამხედველობდნენ ტერიტორიებს, სადაც გარევაჭრობა აიკრძალა. ღამის საათებში ხდებოდა გარემოვაჭრეთა დახლების აღება და ქალაქის დასუფთავება.

ქუთაისის მერიის მიერ მიმდინარე წელს არცერთ თანამდებობის პირზე,  სამსახურის ხელმძღვანელსა და განყოფილების უფროსზე არ გაცემულა პრემია. რაც შეეხება სახელფასო 20-30% დანამატს, მიიღეს მხოლოდ იმ თანამშრომლებმა მიიღეს,  რომლებმაც ამ თვეებში ზეგანაკვეთური შრომა გასწიეს,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 

 შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" წევრის მერაბ მეშველიანის განცხადებით, რომელიც მან მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა, მარტსა და აპრილში ქუთაისის მერიაში სახელფასო დანამატის სახით 23 ათას ლარზე მეტი გაიცა.  მისივე თქმით, ერთ-ერთი სამსახურის უფროსს მიღებული აქვს 735 ლარი, მეორეს -635 ლარის ოდენობით. მერიის ინფორმაციით კი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს 440 ლარი,  ზედამხედველობას სამსახურის უფროსს კი 660 ლარი დაერიცხა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა