|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახელმწიფო სტრუქტურებს სატელეფონო მომსახურებას „ბილაინი“ გაუწევს

სახელმწიფო შესყიდვების საააგენტოს მიერ გამოცხადებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლების კონსოლიდირებულ ტენდერში „ბილაინმა“ გაიმარჯვა.

ეს საკითხი  განხილვის საგანი  გამარჯვებული კომპანიის რუსული წარმომავლობის გამოც გახდა.

არსებული ინფორმაციით, ტენდერზე განაცხადი მხოლოდ კომპანია ,,ბილაინმა“ შეიტანა, ხოლო ,,მაგთიკომი“ და ,,ჯეოსელი“ არც დაინტერესებულან აღნიშნული ტენდერით. არადა, მიმდინარე წელს თავად ეს ორი კომპანია აწვდიდა მომსახურებას სახელმწიფო სტრუქტურებს.

საზოგადოებაში შექმნილ აჟიოტაჟს „ბილაინის“ გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით,  ყველაფერს გააკეთებენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა მიიღონ ძალიან მაღალი ხარისხის, კვალიფიციური მომსახურება.

”კონსოლიდირებულ ტენდერში განაცხადი მხოლოდ ”ბილაინმა” შეიტანა. მხოლოდ ”ბილაინი” აღმოჩნდა დაინტერესებული სახელმწიფოს გაუწიოს ის მომსახურება, რა პირობებიც ტენდერშია. შესაბამისად, მოხარულები ვართ, რომ ასეთი რეალობა დაფიქსირდა”, - განაცხადა გიორგი ტყეშელაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანია ყველა პირობას აკმაყოფილებს და ყველაფერს შეეცდება, რომ  სახელმწიფომ მიიღოს საჭირო მომსახურება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი