|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახელმწიფო უწყებებს შორის დაკარგული "სისუფთავე" [PHOTO]

ქუთაისში, კუპრაძის ქუჩის მცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე  არსებულ ანტისანიტარიას აპროტესტებენ.  გაუწმენდავი ტერიტორია ორ სახელმწიფო უწყებას: რკინიგზასა და სასამართლოს შორის არსებობს.

მოქალაქეების თქმით, რკინიგზის მიმდებარედ არსებული ნაგვის და ფეკალური მასების გამო მათ პრობლემები ექმნებათ.

 ადგილობრივი გულნარა მუშკუდიანის თქმით, სასამართლოზე მისული მოქალაქეები ნაგავს უშუალოდ ქუჩაში ყრიან, რკინიგზაზე მიტოვებული მატარებელი კი უცნობი პირების თავშესაფრად იქცა.

"ადგილზე ვერ გაივლი. ნარჩენები, ეკალ-ბარდი, გაუწმენდავი გზა, კიდევ რომელი ჩამოვთავალო?. სასამართლოზე მოსული მოქალაქეები ქუჩაში ყრიან ნარჩენებს, მატარებლებში კი თავშესაფარი აქვთ მოწყობილი უცნობ პირებს და ნაგავს აქვე ტოვებენ. წლებია, ამ პრობლემას ვებრძვით. მივმართეთ თვითმმართველობას,  ტერიტორია რამდენიმე წლის წინ გაიწმინდა, მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. თვითმართველობაში გვეუბნებიან, რომ რკინიგზას ეკუთვნის, რკინიგზაში გვითხრეს, სამხედრო ტექნიკის გადასაყვანად იყენებენ მაგ ტერიტორიას და  თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ასე დავდივართ უწყებებს შორის. მერიას თუ არ აქვს დასუფთავების ვალდებულება, რკინიგზას რომ მოთხოვოს მისი ტერიტორის დასუფთავება, ესეც არ შეუძლია?", -აცხადებს წერეთლის უნივერსიტეტის თანამშრომელი გულნარა მუშკუდიანი.

 მისი თქმით, ნარჩენების და სამხედრო ტექნიკის გამო დაზიანდა საკანალიზაციო არხი, რის გამოც ფეკალური მასები ქუჩაში იღვრება.

პრობლემას იცნობენ ქუთაისის მერიაში და აცხადებენ, რომ მოსახლეობას შეუძლია ანტისანიტარიის გამო მიმართოს თვითმმართველობას, რის შემდეგაც  შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობა მოხდება.

     

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა