|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახსრების ფართოდ გავრცელებული პრობლემები

სახსრების დაზიანების მრავალი მიზეზი არსებობს. სახსრების ტკივილი, ძირითადად,  ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება. წლების განმავლობაში სასახსრე ხრტილები და შემაერთებელი ქსოვილები იწვევს ტკივილს, შესიებასა და შეზღუდულ მოძრაობას. სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება, რა დროსაც ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი. 

 

სახსხრების ტკივილი, შესაძლოა,  განპირობებული იყოს ნივთიერებათა ცვლის მოშლით, კუნთოვან-იოგოვანი აპარატის თანდაყოლილი დეფექტითა და დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებით. სახსრების ფართოდ გავრცელებული პრობლემებია:  

  • ოსტეოართრიტი - წარმოადგენს სახსრის დეგენერაციულ-დისტროფიულ დაავადებას, რომელიც  მექანიკური და ბიოლოგიური პროცესესების შედეგად ვითარდება.  მდგომარეობა კლინიკურად სახსრის ტკივილით, გაშეშებითა და ფუნქციის შეზღუდვით ხასიათდება. მის მთავარ რისკ-ფაქტორად ითვლება მდედრობითი სქესი და სიმსუქნე.
  • რევმატოიდული ართრიტი - ორგანიზმის დამცველობითი სისტემის არასწორი მოქმედების შედეგად სახსარში იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც იწვევს სახსრის შეშუპებას, ტკივილს, დეფორმაციას,  დესტრუქციას და მოძრაობის შეზღუდვას.   ეს საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და აქაც, ძირითად,  სამიზნე ჯგუფი 35-50 წლის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება გამოვლინდეს პრაქტიკულად ნებისმიერი სახსრის დაზიანებით, მაგრამ უმეტესად ზიანდება სხივ-მაჯის, მუხლის და ტერფის სახსრები.
  • პოდაგრა - სისტემური პრობლემაა, რომელიც გამოწვუელია პურინული ცვლის დარღვევით, რაც იწვევს სახსრებში შარდმჟავას ნაერთების აკუმულირებას. მას ახასიათებს ართრიტის ეპიზოდები, რომელიც, როგორც წესი, ვლინდება ცალკეულ, ძირითადად ტერფის ცერა თითის, სახსარებზე. იშვიათად ზიანდება მუხლის, კოჭ-წვივის, სხივ-მაჯისა და თითების სახსრებიც.

სახსრების ტკივილი ზოგჯერ გაუსაძლისია  და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის დაკარგვას, არამედ კონცენტრაციის უნზარზეც უარყოფითად მოქმედებს. ამ დროს უნდა შეიზღუდოს ისეთი აქტივობები,  როგორიც არის სირბილი, ხტომა, ჩაბუქვნა. მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს და ტკივილს აძლიერებს სწრაფი და ხანგრძლივი სიარული, განსაკუთრებით - უსწორმასწორო ზედაპირზე.

 

ავტორი: