|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რა თანხას ხარჯავს ქალაქი დღესასწაულებსა თუ ცალკეულ ღონისძიებებზე?"

 რა თანხას ხარჯავს ქალაქი  დღესასწაულებსა თუ ცალკეულ ღონისძიებებზე? -ამ საკითხით ქუთაისის საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან"  მერაბ მეშველიანი დაინტერესდა.

 მან ქალაქის მერიიდან 2018 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით მერიის მიერ  სარესტორნე, კვებითი და სასაჩუქრე მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ ამ პერიოდში ქუთაისის მერიამ   95 260 ლარის მომსახურეობაზე  28 იურიდიულ პირთან გააფორმა ხელშეკრულება.  აქედან, 91 901.97 ლარის მომსახურეობის საფასური უკვე გადახდილია.

მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით სასტუმროს მომსახურეობისათვის გაწეულია  - 39 829.16 ლარი,  კვება - 31 321.1 ლარი, საჩუქრებისათვის  - 20 488.71 ლარი.

2 მაისის გვირილობის ღონისძიებისთვის სასტუმროს, კვებითი და სასაჩუქრე მომსახურეობისათვის დაიხარჯა 55 000 ლარზე მეტი.  აქედან საჩუქრებისათვის დაიხარჯა 20 000 ლარზე მეტი, 18 000 ლარზე მეტი დაიხარჯა სასტუმროს მომსახურეობისათვის. ხოლო კვებითი მომსახურეობისათვის დაიხარჯა 17 000 ლარზე მეტი.

"მერია შეეცდება გაამართლოს ყველა ხარჯი და განაცხადოს, რომ ეს ღონისძიებები ქალაქისათვის მნიშვნელოვანია,  მაგრამ აუცილებელია, მოქალაქეებს მივაწოდოთ ხარჯების შესახებ ინფორმაცია,  ხოლო საზოგადოება კი თავად შეაფასებს,  ეს თანხები ცოტაა თუ ბევრი, მე მიმაჩნია, რომ ბევრია", -აცხადებს მერაბ მეშველიანი. 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა