|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ჯერჯერობით არ იგეგმება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება, რომელიც  16 იანვრიდან იგეგმებოდა, გადაიდო. კორონავირუსის გამო დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები და დაწესებული რეგულაციები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება. მთავრობის გადაწყვეტილება  ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააჟღერა.

მისი თქმით, 1-ელ თებერვლამდე არსებულ პერიოდს ხელისუფლება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან აქტიურ შეხვედრებში გამოიყენებს, რათა თებერვალში უსაფრთხო გახსნა უზრუნველყოს როგორც ტრანსპორტის, ასევე ბიზნესის მიმართულებით.

„ჩვენი ჯანდაცვის სექტორსა და ზოგადად, მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი, თუმცა ჯერ კიდევ მაღალია ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი. ასევე, ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოები ამკაცრებს ამ დღეებში თავის რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევირანჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების“, - განაცხადა თურნავამ.

 შეგახსენებთ, გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება 16 იანვრიდან იგეგმებოდა. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის  გამო დაწესებული შეზღუდვები  29 ნოემბრიდან მოქმედებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა