|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთ  მიზეზად სოციალურ ქსელში ავტოსაგზაო ნიშნების არარსებობას ასახელებენ.

სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი ფოტოები ვრცელდება. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ადგილზე დაუსრულებული  სამუშაოების გამო ავტოსაგზაო ნიშნები მოხსნილი და გვერდზე მიყრილი იყო. 

 შეგახსენებთ, დღეს მომხდარი  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა. ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგაც ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ერთი ავტომობილი დაიწვა, მეორედან კი მგზავრებმა გადმოსვლა შეძლეს. 

ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ჩააქრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

როგორც ცნობილი გახდა, ორივე მანქანა საწვავად ბუნებრივ აირს იყენებდა.

ავტორი: ნიუპრესი