|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სექტემბერში თბილისში ქუთაისელ მხატვართა გამოფენა გაიმართება

 15 სექტემბრიდან - 19 სექტემბრის ჩათვლით თბილისში ქუთასიელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.  გამოფენის ორგანიზებისათვის ქუთაისის მერიამ ტენდერი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. შესმყიდველმა 6 400 ლარის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს დარბაზის მომსახურება, ნამუშევრების ტრანსპორტირება,  აფიშების, მოსაწვევების და კატალოგის ბეჭდვა. 

თბილისში  50-ზე მეტი ქუთაისელი მხატვრის 100 ნამუშევარი გამოიფინება. მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვალერი მეძმარიაშვილის განცხადებით, დედაქალაქში გამოფენის გამართვა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

"გამოფენა საანგარიშოა, ბოლოს ასეთი გამოფენა თბილისში 2014 წელს გაიმართა. ამდენად,  წელს გამოფენაზე წარვადგენთ მომდევნო წლებში შექნილ ნამუშევრებს.  2017 წელს ქუთაისის მხატვართა კავშირი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ორგანიზაციად დასახელდა, რაც მეტად საპასუხისმგებლოა და  გვინდა, ღირსეულად წარმოვდგეთ ამ გამოფენაზე", -განაცხადა ვალერი მეძმარიაშვილმა.

გამოფენა თბილისში 5 დღე გასტანს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა