|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სექტემბრისთვის მოსახლეობის სულ მცირე 10 % უნდა იყოს ვაქცინირებული - სილვიუ დომენტე

სექტემბრისთვის მოსახლეობის სულ მცირე 10 % უნდა  იყოს ვაქცინირებული, - ამის შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია საგანგაშოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონსა და მთელს მსოფლიოში. წინა წლებიდან უნდა ვისწავლოთ, რადგან ახლა ვართ სიტუაციაში, სადაც გასული წლის სცენარი მეორდება, როდესაც პირველი ტალღის შემდეგ შემთხვევები შემცირდა და ხალხმა მოადუნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომების შესრულება, დაიწყო ტურისტული აქტივობები და ამას მოჰყვა მეორე, დიდი ტალღა.

„ბევრმა მთავრობამ შეამსუბუქა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომები, ამასთან ბევრ ქვეყანაში ძალიან დაბალია ვაქცინების მოხმარება. ძალიან ცოტა ქვეყანაა, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ უმეტეს ქვეყანაში და მათ შორის ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ 10 %-ზე დაბალია.

მოვუწოდებთ, რომ სექტემბრისთვის მოსახლეობის სულ მცირე 10 % იყოს ვაქცინირებული, დეკემბრისთვის კი - მინიმუმ 40 %, მომავალი წლის შუა პერიოდისთვის კი მსოფლიოს მოსახლეობის სულ მცირე 70% პროცენტი უნდა იყოს ვაქცინირებული.

ახლა ჩვენ გვაქვს „დელტა“ ვარიანტი, რომელიც ცირკულირებს და იკავებს „ალფა“, „ბეტა“ და სხვა ვარიანტების ადგილს, „დელტა“ ვარიანტი საქართველოშიც ვრცელდება,“- განაცხადა სილვიუ დომენტემ , 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა