|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამი სკოლა ქუთაისში, რომელსაც ყველაზე მეტი სერთიფიცირებული მასწავლები ყავს

სერთიფიცირებული მასწავლების რაოდენობის მიხედვით სკოლების ათეულში ქუთაისის სამი სკოლა მოხვდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, ათეულში მესამე ადგილზე ქუთაისის #41 საჯარო სკოლა არის.

სსიპ – ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლას 72 უფროსი და 4 წამყვანი მასწავლებელი ყავს. 

მეხუთე ადგილზეა შპს №1  სკოლა -  65 უფროსი და 2 წამყვანი მასწავლებელით.

მერვე ადგილზე აკაკი წერეთლის სახელობის სსიპ  ქუთაისის №1 საჯარო სკოლა 56 უფროსი და 2 წამყვანი მასწავლებელით.

 

ასევე გამოქვეყნდა იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელთაც ყველაზე მეტი წამყვანი მასწავლებლები ყავს. 

ათეულში მეშვიდე და მერვე ადგილზეა კადეტთა სამხედრო ლიცეუმი და #41 საჯარო სკოლა.

სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის  სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს 4 წამყვანი მასწავლებელი ყავს, ასევე სსიპ – ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა – მათემატიკის საჯარო სკოლაში 4 წამყვანი მასწავლებელია.

 

 წყარო: edu.aris.ge

ავტორი: ნიუპრესი