სევდიანია ეს ამბავი "ქართული ოცნებისთვის" - დეკანოიძე "ცოცხების აქციის" შესახებ
სევდიანია ეს ამბავი "ქართული ოცნებისთვის", მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებსაც არ სურდათ - აცხადებს ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ქუთაისის გასასვლელთან ცოცხებით მობილიზებული ქართული ოცნების აქტივისტების შესახებ, მას შემდეგ რაც თბილისისაკენ მიმავალი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ავტოკოლონამ ქალაქიდან გასასვლელად ალტერნატიული გზა აირჩია და ცოცხებით მობილიზებული აქტივისტები იმედგაცრუებული დატოვა.
დეკანოიძის თქმით, ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ცოცხები ძალდატანებით დაურიგეს და გზაზე დააყენეს.
როგორც დეკანოიძე აცხადებს, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ადამიანებს მსგავსი დავალებების შესეტულება არ მოუწევთ.
" მას შემდდეგ რაც გავიმარჯვებთ და მე გავხდები ქუთაისის მერი, არცერთ თანამშრომელს არ მოუწევს პოლიტიკური დავალების შესრულება, არასდროს, არცერთი თანამშრომელი არ იქნება დაჩაგრული უსამართლოდ და ასე, "ქართული ოცნება" რასაც უკეთებს. სევდიანია ეს ამბავი ქართული ოცნებისთვის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებსაც არ სურდათ, არაუშავს, ჩვენ ჩავალთ თბილისში, თავისუფლებაზე და შევუერთდებით თავისუფლების აქციას"- განაცხადა დეკანოიძემ.
ფოტო: ეკა ფხაკაძე
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა