|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“შავი ზღვის მარგალიტის” 5 მილიარდიანი პროექტი იწყება

დასავლეთ საქართველოში 5 მილიარდიანი პროექტი იწყება. საუბარია, პროექტ  „შავი ზღვის მარგალიტის” მშენებლობაზე, რომელიც თავის თავში რამდენიმე პროექტს მოიცავს, მათ შორისაა გონიოს ინდუსტრიული ზონა. შესაბამისი მემორანდუმი ზონის ადმინისტრატორ კომპანია ICBT Corp-სა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან რამდენიმე კვირის წინ გაფორმდა.

პროექტი გონიოში 315 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განხორციელდება. ასევე იგეგმება გურიაში და იმერეთში აგროსამრეწველო კომპლექსების მშენებლობა. იდეის ავტორი ქართული „ჯორჯიან ბელარუს ბიზნეს ჯგუფია”, რომელმაც პროექტის ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის ინვესტორთა ჯგუფი გააერთიანა და კომპანია ICBT-ად (ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი” ჩამოყალიბდა.

ზონის ადმინისტრატორი ქართული კომპანია „კორპორაცია ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი”-ს ხელმძღვანელი მერაბ დავითაძე „კომერსანტთან” აცხადებს, რომ მრავალმილიარდიან პროექტთან დაკავშირებით მემორანდუმებია გაფორმებული იმერეთის და გურიის გუბერნიებთან. როგორც დავითაძე ამბობს, რამდენიმე დღეში ინვესტორი საგარანტიო თანხას, 150 მილიონი დოლარის ოდენობით გამოყოფს, რომლის შემდეგაც კომპანიას სიმბოლურ ფასად (1 ლარად) იმერეთში, გურიაში და აჭარაში რამდენიმე ასეული ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცემა.

მათ შორის, იმერეთში – 2. 500 კვადრატული მეტრი, გურიაში – 550 ჰექტარი, აჭარში -99 ჰექტარი.

 

ვრცლად: bfm.ge

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა