|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეიარაღებული პირები საარჩევნო შეხვედრაზე - დაჭრილია 2 პირი

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ დმანისში, სოფელ განთიადში მოქმედ მერს - გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დაჭრაში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი და პარტიის სხვა მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.

კახა ოქრიაშვილის თქმით, საარჩევნო შეხვედრაზე 30-მდე შეიარაღებული პირი შეიჭრა და მათ მხარდამჭერებს დაუპირისპირდა.

დეპუტატის  განცხადებით, სისხლიან დაპირისპირებაში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი, მონაწილეობდა.

ოქრიაშვილის კადრებში ჩანს, როგორ დაჭრა დაუთაშვილმა მათი მხარდამჭერი. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მაჟორიტარობის, რომელიც ასევე შეიარაღებული იყო ცივი იარაღით, დანით. 

 

"ეს არის ,,ქართული ოცნების" ჩამოყალიბებული სტილი, ძალადობა წინასაარჩევნოდ. მოძალადეები სამართალდამცავების მხრიდან არიან წახალისებულები. ზონდერბრიგადები  2020 წლის არჩევნებზეც მუშაობდნან და მაშინაც დაჭრეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით, თუმცა არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის"- აცხადებს ოქრიაშვილი. 

ფოტო:ტვ. პირველი

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა