|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შეიგრძენი საფრთხე"- ნამოხვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში აქცია გაიმართა [VIDEO]

"შეიგრძენი საფრთხე"- ნამოხვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში აქცია გაიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიის წევრები რუსთაველის ხიდზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ეწინააღმდეგებიან ჰესის მშენებლობას, რადგან  ის საფრთხეს შეუქმნის ქუთაისს და მიმდებარე მუნიციპალიტეტებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლამდე უარს აცხადებდა დიდ ჰესებზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი სწორედ ჰესები მშენებლობა დაიწყო.

"ვეწინააღმდეგებით ნამოხვანჰესის მშებენლობის დაწყების მცდელობას, სამოქალაქო აქტივისტები და პარტიების წარმომადგენლები, ყველა ვისაც აწუხებს ეს პრობლემა, გამოვიდა და ვაცხადებთ უარს -  დაუშვებელია დიდი ჰესის მშენებლობა, განსაკუთრებით მეწყერსაშიშ წონაში", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს,  ეკონომიკის სამინისტროს კომენტარს კი ამ დრომდე ველოდებით.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა