|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შემახე ამნისტია" -ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა

"შემახე ამნისტია" -ამ მოწოდებით აქცია გაიმართა ქუთაისში. მოძრაობა "შემახე ამნისტიას" წარმომადგენლები და პატიმრების ოჯახის წევრები საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებას მოითხოვენ. ისინი აპირებენ მოთხოვნა სახალხო გახადონ და შემდგომ კანონპროექტის სახით პარლამენტს წარუდგინონ.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ სერიოზულ დანაშაულში ბრალდებულები ციხიდან თავისუფლდებიან, ამნისტია სხვა კატეგორიის დანაშაულებში ბრალდებულებსაც უნდა შეეხოთ.

"მოვითხოვთ საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებას, ამით ბევრ ადამიანს შეუმსუბუქდება მდგომარეობა. მოგეხსენებათ, როგორი მძიმე სოციალური მდგომარეობა და პატიმრების ოჯახის წევრებს აღარ შეუძლიათ მათი რჩენა. მეცხრე წელია, რაც "ქართულ ოცნებას" არ გამოუცია ამნისტია. პატიმრებით მოვიდნენ, ბევრი ხმაც მიიღეს და იმედია, ახლაც გამოცემენ ამნისტიას"- განაცხადა უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ.

აქცია სხვადასხვა ქალაქში გამართა. მომდევნო აქცია თბილისში გაიმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა