|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსწავლეთა შემცირებული ნაკადი ქუთაისის მერიის ააიპების სკოლებში

ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, თებერვლიდან მერიის ააიპებში სწავლა ფასიანი გახდა.  სპორტისა და კულტურის ააიპები შემავალ სკოლებში სწავლის საფასური 5–დან 15 ლარამდე განისაზღვრა ჯგუფების მიხედვით. სკოლების ფასიან სწავლებას მშობლების უკმაყოფილება მოყვა. როგორ ისინი აცხადებდნენ,  სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლოთ.

„ნიუპრესი“დაინტერესდა, რამდენად იმოქმედა სწავლის გადასახადის დაწესებამ მოსწავლეთა ნაკადზე, შემცირდა თუ არა მოსწავლეთა  რაოდენობა წინა წელთან შედარებით.

სპორტის ააიპის შემადგენლობაში 12 სკოლაა.

 2015–2016 წლებში სკოლებში 4 541 ბავშვი დადიოდა.

2016–2017 წლებში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდა და 4 506 შეადგინა.

სპორტთამაშების სკოლაში 2015–2016 წლებში 565 ბავშვი დადიოდა.

2016–2017 წლებში მათი რაოდენობა 523-მდე შემცირდა.

კომპლექსური სპორტული სკოლა გასულ წელს 565 ბავშვს ითვლიდა, წელს 619–მდე გაიზარდა.

ფარიკაობის სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა 165-დან  109-მდე შემცირა,  ჭადრაკის სკოლაში - 385-დან  319-მდე. ჭიდაობის სკოლაში 880- დან  847-მდე.

კრივის სკოლაში - 245-დან  225-მდე.

 მძლეოსნობის სკოლაში - 90-დან 79-მდე.  

ნიჩბოსნობის სპორტული სკოლის მონაცემებით მოსწავლეთა რაოდენობა  95-დან 82-მდე შემცირდა.

რაგბის სპორტულ სკოლაში შემცირებულია 635-დან  615-მდე.

მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა აღინიშნა ტანვარჯიშის სპორტული სკოლაში  280-დან  376-მდე.

ასევე მოიმატა ფეხბურთის სკოლაში ნაკადმა  325-დან  392-მდე. ყინულის მოედანზე კი ორივე წელს  320 მოსწავლე მივიდა.

განსხვავებული მონაცემები აქვს კულტურის ააიპს, რომლის თანახმადაც, რამდენიმე სკოლაში ბაშვების ნაკადმა იმატა.

მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში საბუჯეტო  და არასაბიუჯეტო სექტორში წინა წელს 426  ბავშვი სწავლობდა და მათი რაოდენობა  435-მდე გაიზარდა.

მ. ბალანჩივაძის სახელობის ნომერ პირველი სამუსიკო სკოლა 307-დან  322 გაიზარდა.

ზ. ფალიაშვილის ნომერ 2 სამუსიკო სკოლა 262-დან  274-მდე გაიზარდა.

ზ. ანჯაფარიძის ნომერ 3 სამუსიკო სკოლაში  მხოლოდ 4 ბავშვი დაემატა და  174 გახდა.

ნ. გაბუნიას სახელობის ნომერ 4 სამუსიკო სკოლაში მაჩვენებელი არ შეცვლილა და წელსაც  228 ბავშვი რჩება.

 გ. დარახველიძის სახელობის სახელოვნებო სკოლაში 467 მოსწავლიდან  455-მდე იკლო.

ა.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელში 6 ბავშვით შემცირდა და ამ დროისათვის 113 ბავშვი რჩება.

გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში 126-დან  137-მდე გაიზარდა.

მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში მნიშვნელოვანი მატებაა და  786-დან 1018 -მდე მოიმატა.

ჯამში,  კულტურის ააიპში სწავლა 3 156 მოსწავლემ შეძლო, 2016 წლის მონაცემებით 2 891 ბავშვი იყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა