|
  • EUR 1 = GEL 3.4655
  • USD 1 = GEL 3.06
|

შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღაა მოსალოდნელი - ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ზახაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა

"არსებობს ვარაუდი და ჩვენც ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე გვექნება მეორე ტალღა, იქნება მატება და მაქსიმალურ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს ჯანდაცვის უწყება," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა და არ გამორიცხა, რომ ინფიცირებულთა რიცხვმა გაზაფხულზე დაფიქსირებულ რაოდენობას გადააჭარბოს.

მისივე თქმით, კორონავირუსი დამარცხებული არსად არის და პანდემიის დამარცხებას ერთი ქვეყნის გარკვეულ ეტაპზე მიღწეული წარმატება არ განსაზღვრავს:

"კორონავირუსი დამარცხებული არ არის არსად და პანდემიის დამარცხებას ერთი ქვეყნის გარკვეულ ეტაპზე მიღწეული წარმატება არ განსაზღვრავს. ჩვენ მუდმივად უნდა ველოდოთ შემთხვევების მატებას, რაც სწორედ იმითია განპირობებული, რომ ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულის განმავლობაში, გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით, კორონავირუსი იქნება ნაკლებად აქტიური, თუ დავიცავთ იმ წესებს ვიმედოვნებთ რომ ზაფხულს მშვიდობიანად გადავლახავთ. რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის პერიოდს, არის ექსპერტული მოსაზრება, რომ როგორც სხვა რესპირაციული გამომწვევები კორონავირუსიც გააქტიურდება და გარკევული მატება გვექნება," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მისი თქმით, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მაღალი ავადობა იყო, კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი იმუნიტეტი ჯერჯერობით შექმნილი არაა.

ავტორი: ნიუპრესი