|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსთაველის ხიდთან ღია ტიპის, სრულიად გამჭვირვალე ნაგებობა შენდება"

სსიპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ უფროსის რუსუდან ჩინჩალაძის განცხადებით, რუსთაველის ხიდთან შერეული ფუნქციის,  გამჭვირვალე შენობა აშენდება.

მისი თქმით, ტურიზმის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა 2017 წელს გაიყიდა, რის შემდეგ პროექტზე დაიწყო მუშაობა, მერიის და კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოს ჩართულობით კი მისაღები ვარიანტი შეირჩა.

 „2017 წლის დასაწყისში ელექტრონული აუქციონით გაიყიდა შენობა,  რის შემდეგაც მოხდა დაკანონება, მომზადდა საპროექტო წინადადება.  2019 წელს კომპანიამ შემოიტანა მონახაზი, რომელიც ერთხმად დაიწუნა ძეგლთა დაცვისა სააგენტომ და ქალაქის ხელმძღვანელობამ.  მძიმე ნაგებობა რომ არ მიგვეღო, შევარჩიეთ პროექტის ვიზუალი. მივიღეთ ღია ტიპის სრულიად გამჭვირვალე ნაგებობა, რომელიც ხედვის არეალს არ გვიზღუდავს არც ოქროს ჩარდახისკენ, არც ნიკიტინის ქუჩის სკვერისკენ"- განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ. 

შეგახსენებთ, ტურიზმის ცენტრის მიმდებარედ მშენებლობის დაწყება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ გააპროტესტა. მისი თქმით, ქუთაისი საპარლამენტოს ნაცვლად ფარდულების ქალაქად აქციეს.  

 

ავტორი: ნიუპრესი