|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"შენი იდეა შენი ქალაქისთვის" - წინადადებებს ქუთაისის მერიაში 20 სექტემბრამდე მიიღებენ

"შენი იდეა შენი ქალაქისთვის" ქუთაისის მერიის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.

ამჯერად საინფორმაციო შეხვედრა კულტურულ-სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა, სადაც  პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მონაწილეობითი ბიუჯეტირების დეტალები და იდეების ელექტრონული რეგისტრაციის ტექნიკური მხარე განიხილეს.

პროექტის საინფორმაციო კამპანია USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით ხორციელდება.

მონაწილეობითი ბიუჯეტირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ საკუთარი იდეები ქალაქის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით. იდეები შესაძლოა ეხებოდეს შემდეგ სფეროებს: სოციალური, სპორტი, ახალგაზრდული საქმეები, შშმ პირების საჭიროებები, განათლება და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხები.

მონაწილეობით ბიუჯეტირებას სხვადასხვა ეტაპი აქვს: წინადადებების მიღება, რომელიც მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. 2. მერის მრჩეველთა საბჭოს მიერ იდეების შესწავლა და შეფასება.

უმაღლესი შეფასების მქონე იდეების საჯარო კენჭისყრა, რომელიც 9 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე მოხდება.

3.საპროექტო განაცხადის შეტანა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საინიციატივო ჯგუფს ან იურიდიულ პირს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 46.55%
არა - 45.05%
არ იცი - 8.41%
სულ - 333 ხმა