|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბი მათი კანდიდატის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას პასუხობს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის ცენტრალური საარჩევნო შტაბი სოციალურ ქსელში,„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ბოჭორიშვილის შესახებ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც მას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ, განცხადებას ავრცელებს.

შტაბის იურისტის გოჩა ავალიანის გამარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47–ე მუხლის მოთხოვნები ყველა მაჟორიტარობის კანდიდატისთვის ცნობილია.

„გავრცელებულ ვიდეოში არფიქსირდება არცერთი დაპირება, მით უმეტეს, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი, ამომრჩევლის მოთხოვნაზე –მაჟორიტარობის კანდიდატი პასუხობს, რომ სიები მიაწოდონ.

განმარტებისთვის– მაჟორიტარობის კანდიდატის კახაბერ ბოჭორიშვილის შტაბში, ასევე, ქუთაისის ცენტრალურ საარჩევნო შტაბში შექმნილია ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებს კვალიფიციურ კონსულტაციას უწევს დასაქმების თუ მერიის სოციალური პროგრამების შესახებ.

კონსულტაციის გაწევა, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება. მოქალაქეები, რომლებიც მაჟორიტარობის კანდიდატს მიმართავენ, ხშირ შემთხვევაში არ არიან ინფორმირებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამების შესახებ. ასევე, იმის შესახებ, რომ მერიასა და მასთან დაქვემდებარებულ აიპ-ებში დასაქმების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ HR–ის გვერდზე.

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის საარჩევნო შტაბი გავრცელებულ კადრებში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ ყოველივეეს, ოპონენტების მხრიდან მიზანმიმართული მცდელობაა -ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ და წინასაარჩევნო გარემოს დისკრიმინაცია მოახდინონ“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ცენტრალური საარჩევნო შტაბის განცხადებაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა