|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამინისტროების რაოდენობა, შესაძლოა, შემცირდეს

სამინისტროების რაოდენობა, შესაძლოა, ისევ შემცირდეს. ინფორმაციას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ასაჯაროვებს.

„ქართული ოცნების“ გუნდი სამინისტროების შემცირებაზე მსჯელობს, - განაცხდა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების შესახებ ინფორმაცია ხვალ, ან ზეგ გახდება ცნობილი. 

„მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია. ძალიან მალე, ხვალ, ზეგ ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას, გუნდში მსჯელობა ამაზეც მიმდინარეობს. ესეც ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კალაძემ. 

სამინისტროების რაოდენობა გასულ წელსაც შემცირდა. ამ დროისთვის 14 სამინისტრო ფუნქციონირებს.

 

 

ipn.ge

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა