|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეზღუდვები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, ძალაში რჩება

ქვეყანაში დღეიდან საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაუქმდა, თუმცა კვლავ ძალაში რჩება დისტანციის დაცვისა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების მოთხოვნა. 

-დაშვებული გახდა ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა: რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებისა; ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა (დასაშვებია „ონლაინ“)  სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლები) და ბაზრობების ფუნქციონირებისა (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრობებისა); სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარებისა; სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობებისა; ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა. 
 
-დასაშვები გახდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია.
 
-დასაშვები გახდა: უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად (ფიზიკურად), ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
 
- გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის გახდა სარეკომენდაციო ხასიათის. 
 
-მოიხსნა სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა. 
 
დარჩენილი შეზღუდვები: შეზღუდული რჩება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით).
 
 -შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.
 
-შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით.
 
 -ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან.
 
 -ძალაში რჩება: სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება.
 
 -კოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
 
- ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.
 
 -კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით.
 
-შეზღუდული რჩება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.
 
 -იზღუდება:  10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).
 
 შეზღუდვები ძალაში რჩება 15 ივლისამდე. 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა