|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შეხვედრებს განაგრძობენ (R)

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.

 კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ ჩოჩეთისა და ახალციხის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა მათ ის კრიტერიუმები და პრიორიტეტები განუმარტა, რის მიხედვით აპირებს  მოქმედებას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეხო  ახალგაზრდების განათლებისა და დასაქმების საკითხს.

ირაკლი მეზურნიშვილი მიიჩნევს, რომ  განათლების მიღების თვალსაზრისით უფრო მეტი მოტივაციაა საჭირო, რათა ახალგაზრდამ იგრძნოს არა მარტო ეკონომიკური კეთილდღეობა, არამედ საკუთარი რესურსი სასიკეთოდ მოახმაროს რაიონის ზრდა-განვითარებას.

 ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ქალაქის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა კითვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები გააცნო. ასევე, საუბრისას გამოიკვეთა მომავალი წლის პრიორიტეტული საკითხებიც, რომელთა შორის წამყვანი ადგილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას დაეთმო.

 ამომრჩევლებთან შეხვედრა ასევე გამართა გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა. იგი სოფლების- დიცის, ქორდისა და არბოს მოსახლეობას შეხვდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო.

 „ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევის შემთხვევაში მე ვიქნები ინიციატორი დამატებითი წყლის ჭაბურღილების გაკეთებისა.  ვპირდები  დიცის , ქორდის, არბოს მოსახლეობას , რომ 2017 წელს მათ სასმელი წყალი მუდმივი გრაფიკით მიეწოდებათ“, - განაცხადა თენგიზ ხუბულურმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა