|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შიდა ტურიზმის მოთხოვნად ადგილებში იმერეთი ლიდერ პოზიციაზეა

გასულ წელს ქვეყნის შიგნით განხორციელებული ვიზიტების მონაცემები საქსტატმა  გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით, შიდა ტურიზმის ყველაზე დიდი წილი კვლავ თბილისზე მოდის, სადაც ვიზიტების 24% განხორციელდა. თბილისის შემდეგ იმერეთი ლიდერობს 20%-ით. მესამე ადგილზეა აჭარა -10%-ით.  

ვიზიტების მიზანს უმეტესად მეგობრის და ნათესავის მონახულება წარმოადგენს (52%), ვიზიტორების 9%-სთვის კი გართობა და რეკრეაცია, 11%-სთვის მკურნალობა, ხოლო 12%-სთვის შოპინგი.
ვიზიტების საერთო რაოდენობის 7,7% განხორციელდა კახეთში, ხოლო 7,5% კი სამეგრელო ზემო-სვანეთში. ვიზიტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში.

რაც შეეხება კმაყოფილების დონეს, ვიზიტორების უმრავლესობა (51%) ვიზიტით კმაყოფილი დარჩა, 29,5% ძალიან კმაყოფილი, ხოლო 15,8% კი არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილო, გამოკითხული ვიზიტორების 2,5% ამბობს, რომ ვიზიტით უკმაყოფილოა, ხოლო 0,5% კი ძალიან უკმაყოფილო.

საშუალო ხარჯი ვიზიტზე 125 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით, 2 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია, აქედან ყველაზე დიდი წილი მოდის კვებასა და ტრანსპორტზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა