|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შორს ხელები ჩვენი შვილებისგან"-ელისო კილაძის მხარდამჭერი აქცია

ქუთაისის მერიის წინ სოლიდარობის აქცია გაიმართა. ჟურნალისტებმა, მოქალაქეებმა, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჟურნალისტ ელისო კილაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქცია ადვოკატ ლედი ტუკვაძის მიერ დაიგეგმა და ხელისუფლების გაფრთხილებას ემსახურებოდა.

"წლების წინ ზუსტად ანალოგიური სცენარით დაიწერა საქმე და დასაჯეს დავით ხარშილაძე. მე ვიყავი მოწმე, როგორ შეთითხნეს საქმე და როგორ ხორციელდებოდა ზეწოლა, ერთადერთი ბრალეულობა დავით ხარშილაძის იყო ის, რომ ის იყო ელისო კილაძის შვილი. დღესაც იგივე მეორდება. არ ვიცნობ საქმეს, მაგრამ როცა არ დასტურდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, გაურკვეველია რა ხდება, ატარებდა ნარკოტიკს და ამით სეირნობდა ქალაქში? ძალიან ბინძური სცენარია და  ხელისუფლებას მივმართავთ - შორს ხელები ჩვენი შვილებისგან და ჩვენი საქმიანობის გამო ჩვენი ოჯახის წევრები არ უნდა ისჯებოდნენ"-განაცხადა ლედი ტუკვაძემ.

 "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის გია თევდორაძის განცხადებით, დაკავების ამ ფორმების გამო ბევრი კითხვის ნიშნებია.

"ეს არის ჩემი პერსონალური პოზიცია, როგორც მშობლის, როგორც მოქალაქის და ქუთაისელის. ამ შემთხვევაში უნდა განვაცხადო, რომ ასეთი ტიპის საქმეების მიმართ, რომელსაც ხშირად იყენებენ მთავრობაში, ამიტომ ჩნდება ბევრი კითხვა. ეს კითხვის ნიშნები მით უფრო ლეგიტიმურია, როცა დაკავებულის მშობელი გამოირჩევა აქტიურობით. ვფიქრობ, შსს-ს ვალდებულებაა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მეტი დეტალები გაეხმაურებინა. გამოვხატავ პროტესტს მსგავსი დაკავებების მიმართ და მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მშობელს",-განაცხადა გია თევდორაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე პოლიციამ გუშინ დააკავა. მხარდამჭერი აქცია ქუთაისის პარალელურად თბილისშიც გაიმართა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა